სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერმა საიუბილეო 100-ე მატჩი ჩაატარა

ოთხშაბათს ლისაბონში თომას მიულერმა ბენფიკას წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში საიუბილეო 100-ე მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ტურნირში დებიუტი თომასმა ასევე ლისაბონში იზეიმა. 2009 წლის 10 მარტს ბაიერნმა სპორტინგი ანგარიშით 7:1 გაანადგურა. იმ მატჩში მიულერმა გოლიც მიითვალა.

"საიუბილეო შეხვედრის შესახებ მხოლოდ აეროპორტში შევიტყე. როგორც წესი, საკუთარ სტატისტიკას თვალს ყურადღებით ვადევნებ", განაცხადა 29 წლის ფეხბურთელმა.

ოფიციალური საიტი მიულერის კარიერიდან შთამბეჭდავ ციფრებს და რიცხვებს წარმოგიდგენთ:

2 - მიულერს მატჩების რაოდენობით მხოლოდ 2 ბაიერნელი უსწრებს: ოლივერ კანი (103) და ფილიპ ლამი (112). კანს 25 ნომერი უკვე მიმდინარე სეზონში გაუსწრებს. ლამთან ჭიდილი ცოტა რთულია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მიულერი ფინალის ჩათვლით ყველა შეხვედრას ჩაატარებს, მაშინ თომასი ყოფილ კაპიტანს გაუტოლდება. არც ისე ცუდი დამატებითი მოტივაციაა, ხომ?

3 - ასევე თომას მიულერი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ამ მაჩვენებელს მიაღწია. უფრო ახალგაზრდა ასაკში ეს ლიონელ მესის, რაულს და იკერ კასილასს გამოუვიდათ;

42 - ჩემპიონთა ლიგაზე მიულერმა 42 ბურთი შეაგდო. გერმანელ ფეხბურთელებს შორის ეს საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზე მარიო გომესი იმყოფება, რომელმაც 26 გოლი მიითვალა. საერთო რეიტინგში მიულერი დელ პიეროსთან ერთად მე-12 ადგილს იყოფენ;

66 - ბენფიკასთან შეხვედრაში მიულერმა ტურნირში 66-ე გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არც ერთ ფეხბურთელს ამ ასაკში ზემოთაღნიშნულს შედეგს არ მიუღწევია. თომასმა მესის რეკორდი გააუმჯობესა. არგენტინელმა 66-ე გამარჯვება 29 წლის, 5 თვის და 20 დღის ასაკში მოიპოვა. დღესდღეობით მიულერი 29 წლის და 7 დღის ასაკში იმყოფება.


20-09-2018