სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ბაიერნი 2013 წლის წარმატებას - ტრიპლეტს მოიპოვებს. ორჯერ ტრიპლეტი მხოლოდ ბარსელონას აქვს მოპოვებული.

ბაიერნი ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში მე-11-ედ გავიდა. უფრო ხშირად ფინალში მონაწილეობა რეალმა (16) მიიღო. მილანს აქტივში ასევე 11 ფინალი აქვს. აქედან მიუნხენელებმა თასი 5-ჯერ მოიპოვეს. საღამოს წარმატების მიღწევის შემთხვევაში ბაიერნი ტიტულების რაოდენობით ლივერპულს დაეწევა. წინ მხოლოდ რეალი (13) და მილანი (7) არიან.

რეკორდმაისტერმა მიმდინარე ტურნირის ათივე მატჩი მოიგო და ამ მაჩვენებლის მიხედვით მომდევნო რეკორდის წინაშე დგას. პსჟ-ს წინააღმდეგ ფინალში გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში - მოგებათა სერია 11 მატჩს შეადგენს, რაც ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ყველაზე გრძელი სერია იქნება. 10-მატჩიანი მოგებათა სერია ასევე ბაიერნს (და რეალს) ეკუთვნის. ასევე ბაიერნს მანჩესტერის მაჩვენებლის გამეორება შეუძლია - ტურნირის ჩატარება წაგების გარეშე.


პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობას პირველად მიიღებს. პარიზელე6ბმა ორჯერ თასების თასის ფინალში ითამაშეს (1:0 და 0:1). ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ფინალების წინა 6 დებიუტანტი ყოველთვის მარცხდებოდა. უკანასკნელი გამარჯვებული 1997 წელს დორტმუნდი გახლდათ.

ევროთასების მთავარი ტურნირის ფინალში ფლიქმა მონაწილეობა შორეულ 1987 წელს მიიღო, მაგრამ ბაიერნი მაშინ პორტუსთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ფლიქი ისეთ მეგამწვრთნელების რიცხვში შევიდა როგორც დელ ბოსკე, ანჩელოტი, ზიდანი, გუარდიოლა და ა.შ. არიან. ყველა ამ ლეგენდამ ფინალში მონაწილეობა ფეხბურთელის და მწვრთნელის სტატუსში მიიღეს.

მიმდინარე გათამაშების ჩატარებულ 10 შეხვედრაში ბაიერნმა 42 ბურთი შეაგდო. ერთ მატჩში საშუალოდ 4,2 გოლი, რაც ტურნირის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბაიერნმა სამზე ნაკლები ბურთი მხოლოდ ოლიმპიაქოსს ჯგუფურ ეტაპზე გაუტანა (2:0). უფრო მეტი გოლი მხოლოდ ბარსელონას აქვს - 46, მაგრამ კატალონიელებს 16 მატჩი ჰქონდათ ჩატარებული.

ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ბაიერნს 499 გოლი დაუგროვდა. მომდევნო გატანილი ბურთი საიუბილეო 500-ე გახდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალზე უკეთესი საღამო ამ შედეგის მიღწევისთვის არ იქნება. უფრო მეტი გოლი მხოლოდ რეალს (567) და ბარსელონას (517) აქვთ.

მიმდინარე გათამაშებაში ლევანდოვსკიმ ბურთი ყველა შეხვედრაში გაიტანა. უფრო გრძელი სერია მხოლოდ რონალდუს აქვს (11 მატჩი). პოლონელის აქტივში უკვე 15 გოლია, პორტუგალიელის მაჩვენებლის მიღწევამდე ბაიერნის თავდასხმელს კიდევ ორი გატანილი ბურთი სჭირდება. მაგრამ საუკეთესო ბომბარდირის წოდებას ლევანდოვსკის უკვე არ ჩამოართმევენ. ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე მყოფ გნაბრის 9 ბურთი აქვს გატანილი. შიდა არენაზე ლევანდოვსკი ჩემპიონატის და თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პოლონელი თავისებური ტრიპლეტის წინაშე დგას.

ფინალში გუნდები ერთმანეთს მეცხრედ დაუპირისპირდებიან. ყველა წინა შეხვედრები ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა. ფრანგებმა 5 მოიგეს, ბაიერნის სასარგებლოდ 3 დასრულდა (და ფრე). უკანასკნელი მატჩი ალიანც არენაზე შედგა, მიუნხენელებმა მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.


23-08-2020