სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"მაღალი პრესინგის გამოყენება ჩვენი საფირმო თვისება გახდა. მაგრამ ფრთხილად თამაში გვმართებს, რადგანაც პსჟ-ს სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. უკანასკნელ 10 თვეში ჩვენთვის მაღალი პრესინგი წარმატების გარანტი გახდა. კორექტივების შეტანისგან თავს შევიკავებთ".

"ბოატენგის ფინალში მონაწილეობის ბედს თამაშის წინ გადავწყვიტავთ".


"პავარის დაბრუნებით მოხარულები ვართ. განსაკუთრებული კომპლიმენტი სამედიცინო პერსონალს. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მცველი 100%-ით მზად არის. მის ბედს ასევე მატჩის წინ გადავწყვიტავთ".

"გუნდთან და სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. გუნდს განსაკუთრებული მენტალიტეტი გააჩნია. ბაიერნს ყოველთვის გამარჯვების მოპოვება სურს. კვირას საღამოს ბიჭები ბოლომდე დაიხარჯებიან. ჯახი ძალიან ძლიერ გუნდთან გვექნება, მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ ტიტულის აღმართვის შესაძლებლობის მიღება შეგვიძლია".





22-08-2020