სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კიმიხის პრესკონფერენცია

"იგივე მზადდება გავიარეთ, როგორიც სხვა ნებისმიერი მატჩისთვის გვქონდა. არაფერი შეცვლილა. გუნდში მშვენიერი განწყოფა სუფევს. ყველას მატჩის დიდი მოლოდინი გაგვაჩნია".

"საკლუბო დონეზე ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი ტიტული არ არსებობს. ბავშვობაში ესეთ მატჩებს ძალიან ველოდებოდი. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ სტადიონი ცარიელი იქნება. ამ ტურნირში, ტურნირის ჰიმნში, არის რაღაც ჯადოქრული. ბაიერნში ჩემი გამოსვლების მეხუთე სეზონში, როგორც იქნა, ფინალში გავედით. ახლა ტროფეის აღება გვსურს".

"თანაბარი შეხვედრა იქნება, ორ გუნდს შორის, რომლებიც ფინალში დამსახურებლად გავიდნენ".

"ლაიპციგის წინააღმდეგ მბაპე შეტევის მწვერვალზე თამაშობდა, ნეიმარი კი მარცხენა ფლანგზე. ორივე ძალიან სწრაფი ფეხბურთელები არიან. შესაბამისად, ფრთხილი თამაში გვმართებსა. მაგრამ არამგონია, რომ ყრუ დაცვაში ჩავდგეთ".

"ფლიქმა გუნდთან და სამწვრთნელო შტაბთან საერთო ენა სწრაფად გამონახა. ყოველთვის ზუსტ გეგმას გვაძლევს. მაგრამ პირველ რიგში ადამიანური თვალსაზრისით დიდი პიროვნებაა. ის არა მხოლოდ ტაქტიკას, არამედ ადამიანებს ხედავს".


22-08-2020