სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კომანის პრესკონფერენცია

"პსჟ-ში გავიზარდე, მაგრამ ახლა ბაიერნის ღირსებას ვიცავ. პარიზი 6 წლის წინ დავტოვე. ვფიქრობ, რომ ახლა მათ შემადგენლობაში იმ დროდან მხოლოდ 2 ფეხბურთელი გამოდის. ეს არ იქნება მატჩი მხოლოდ პსჟ-სა და ჩემს შორის, ეს პსჟ-ს და ბაიერნის დუელია. გამარჯვების მოპოვება გვსურს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯგუფურ ეტაპზე განუმეორებელი თამაში ვაჩვენეთ, ყველა შეხვედრა მოვიგეთ. ახლა სიტუაცია შეიცვალა, კარგი თამაშის დემონსტრირების გაგრძელება გვჭირდება, უფრო მეტი აგრესიულობა გვმართებს. გასულ შეხვედრებში ეს ყველაფერი გამოგვდიოდა. წინ მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება დაგვრჩა. აუცილებლად გამარჯვების მოპოვება და ჩემპიონთა ლიგის იდეალურად დასრულება გვსურს. ფინალური მატჩის დიდი მოლოდინი გაგვაჩნია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან ძნელია. უკანასკნელად ბაიერნმა ტიტული 7 წლის წინ მოიპოვა. კვირას საღამოს ამის შანსი კიდევ ერთხელ მოგვეცემა. ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ", განაცხადა კინგზლი კომანმა.


21-08-2020