სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბეკენბაუერი: პსჟ ძალიან ძლიერი გუნდია

როგორ უყურებდით ნახევარფინალურ შეხვედრას ლიონის წინააღმდეგ?
"ტელევიზორით ვუყურებდი, როგორც ეს ყველა ბაიერნის გულშემატკივარმა გააკეთა. ბაიერნის თამაშით აღფრთოვანებული დავრჩი, მაგრამ ვიტყვი, რომ გუნდს ისე არ უთამაშიათ, როგორც ეს ბარსელონასთან იყო. ავღნიშნავ, რომ ესეთი დონის დემონსტრირება მხოლოდ ერთხელ შეიძლება. მიუხედავად ყველაფრისა, ლიონის წინააღმდეგ მატჩი მშვენიერი იყო, რადგანაც ამ მეტოქეს ასევე კარგი გუნდი ჰყავს. ეს ჩემთვის ცნობილია ჯერ იმ დროდან, როდესაც მარსელში ვმოღვაწეობდი. ლიონმა თავისი ძალა მატჩის დასაწყისში დაამტკიცა. ზუსტად ფრანგებმა შექმნეს პირველი სახიფათო მომენტები და ნოიერს საკუთარი კლასის დემონსტრირება მოუწია. მაგრამ, შემდეგ ბაიერნმა მატჩის სადავეებს დაეუფლა და მეტოქეს ინიციატივა არ დაუთმო. ეს სწორი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გუნდი კომპლიმენტებს იმსახურებს".

რამდენად მძიმე მატჩი ექნება ბაიერნს პსჟ-სთან?
"პსჟ-ს შეხვედრებს თვალს ვადევნებდი და ვიტყვი, რომ ძალიან ძლიერი გუნდია. ბაიერნისთვის სეზონის ყველაზე მძიმე მატჩი ექნება. მეტოქის სუსტი მხარეები ვერ შევნიშნე. ვფიქრობ, რომ შეხვედრა მოვლენებზე ძალიან მდიდარი იქნება. იმედი მაქვს, რომ გუნდები არ ჩაეკეთებიან და როგორც ეს ფინალამდე იყო, ლაღ და შემტევ ფეხბურთს ითამაშებენ. ამის შემთხვევაში ლამაზ ფინალს ვიხილავთ".

თვლით, რომ ბაიერნს ტროფეის აღება შეუძლია?
"ორი თანაბარი გუნდის მატჩი იქნება. ვფიქრობ, რომ შანსები 50/50-ზეა. ხანდახან გამარჯვების მოსაპოვებლად იღბალია საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ბაიერნი იღბლიანი იქნება, მაშინ მატჩს გამარჯვებამდე მიიყვანს".


21-08-2020