სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფეხბურთელები აღდგენას გადიან

ბოლო ნაბიჯი დარჩა გადასადგმელი. ტრიპლეტის მოპოვების ოცნება, როგორც არასდროს, ძალიან ახლოა. პირველად 2013 წლის ტრიუმფის შემდეგ ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ლიონზე ანგარიშით 3:0 გამარჯვების მიუხედავად, რეკორდმაისტერის რიგებში ეიფორია არ შეინიშნებოდა. ნოიერი და კომპანია შემდეგ მიზანზე ფიქრობენ.

ხუთშაბათს გუნდი პსჟ-ს წინააღმდეგ ფინალისთვის მზადდებას შეუდგა, რომელიც კვირას საღამოს გაიმართება. სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელები აღდგენითი პროგრამით ვარჯიშობდნენ. დანარჩენები მინდორზე გამოვიდნენ. მიუნხენელების რიგებში მშვენიერი ატმოსფერო სუფევს. ბავარიელებს ფინალური ჯახისთვის ოპტიმალურად მომზადება სურთ. ამის გასაკეთებლად გუნდი დროს ტყუილად არ კარგავს.


20-08-2020