სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქი: ლიონმა ბოლომდე იბრძოლა

"ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნება. ლიონი მშვენიერი გუნდია, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა. მანამდე კარგი თამაში იუვენტუსთან და სიტისთან მატჩებში აჩვენა. ნათლად ჩანდა, რომ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ბევრს დარბის და ამავდროულად ტაქტიკურ მონახაზს იცავს, თამაში რთულია. თავისი შემტევი ქმედებებით რამდენიმეჯერ ტკივილი მოგვაყენეს. საბედნიეროდ, მატჩის დებიუტის გადალახვა შევძელით. შემდეგ სერჟ გნაბრის ინდივიდუალური კლასის დახმარებით წინ გავედით, რაც საკუთარ ძალებში რწმენა აგვიმაღლა. თამაშს გავაანალიზებთ. ჩვენი მთავარი ძალა - მეტოქეზე ზეწოლის მოხდენაა. ამის გაკეთება პსჟ-ს წინააღმდეგაც გამოგვივა" აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.


20-08-2020