სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ფინალში გავიდა!

შეხვედრა ბაიერნმა ძალიან რთულად დაიწყო. ლიონმა რამდენიმე შანსი შექმნა. ერთხელ ფრანგებმა ბურთი ძელსაც გაარტყეს. მაგრამ ანგარიში ბაიერნმა გახსნა. ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გნაბრიმ ლიონის კარები დალაშქრა, 0:1!

33-ე წუთზე გნაბრიმ ლიონის კარები მეორედ დალაშქრა, 0:2. ლევანდოვსკის დარტყმის შემდეგ სერჟი დამატებაზე პირველი გაჩნდა!

შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ!

მეორე ნახევარში მომენტები პერიშიჩს და ლიონს ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.


80-ე წუთზე მსაჯმა კოუტინიოს გოლი არ ჩათვალა. ბრაზილიელი ოფსაიდში აღმოჩნდა...


მატჩის მიწურულს ლევანდოვსკიმ მესამე ბურთი შეაგდო, 0:3!


ბაიერნი ფინალშია!


20-08-2020