სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნი ლიონს რვაჯერ შეხვდა, აქედან 4 მატჩი მოუგო (2 ფრე და 2 მარცხი). მიუნხენელებს ამ მეტოქესთან 3-მატჩი მოგებათა სერია აქვთ. უკანასკნელად გუნდები ერთმანეთს 2010 წლის აპრილში დაუპირისპირდნენ. ნახევარფინალში ბაიერნმა ლიონი ორივე შეხვედრაში დაამარცხა: 1:0 მიუნხენში (რობენი) და 3:0 ლიონში (ოლიჩის ჰეთ-ტრიკი).

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბაიერნი საკუთარი ისტორიის განმავლობაში მე-12-ედ გავიდა. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ რეალს აქვს (13). ლიონის დამარცხების შემთხვევაში, ბაიერნი 1992/93 წწ. დაწყებული ფინალში მონაწილეობას მეექვსედ მიიღებს.

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშების 9 შეხვედრაში მიუნხენელებმა 9 გამარჯვება მოიპოვეს. ლიონთან მატჩში მოგების შემთხვევაში რეკორდმაისტერი თავის რეკორდს გაიმეორებს - ზედიზედ 10 გამარჯვება (2013 წელი). იგივე შედეგი რეალსაც აქვს (2015 წელი).


ბარსელონასთან მატჩის შემდეგ ბაიერნს უკვე 39 გოლი დაუგროვდა. ტურნირის ამ სტადიისთვის ეს საუკეთესო მაჩვენებელია. რეკორდი სრული სეზონის მიხედვით ბარსელონას ეკუთვნის - 45 გოლი, მაგრამ კატალონიელებმა 16 შეხვედრა ჩაატარეს. ახლა ბაიერნი მაქსიმუმ 11 მატჩს ითამაშებს, მაგრამ ახლანდელი ფორმაციის გუნდისთვის ეს მაჩვენებელი მიუღწეველი არ უნდა გახდეს.

რობერტ ლევანდოვსკი უკანასკნელ 8 შეხვედრაში მინიმუმ ერთ ბურთს იტანდა. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ნისტელროის (2003 წელი, 9 გოლი) და რონალდუს (2018 წელი, 11 გოლი) აქვთ. აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკის, როგორც მთელ ლიონს, 14 ბურთი აქვს გატანილი.

მეოთხედფინალში კოუტინიო და დემბელე მინდორზე გამოსვლის შემდეგ დუბლები შეასრულეს. ორივემ რეკორდი დაამყარა: ორი გატანილი ბურთი 15 წუთში.

ლისაბონში ბაიერნი ძალიან წარმატებულად გამოდის. 9 ჩატარებულ შეხვედრაში მიუნხენელებმა 6 გამარჯვება მოიპოვეს (3 ფრე).


19-08-2020