სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ლიონის თამაში დეტალურად განვიხილეთ. მეტოქის შესაძლებლობები ჩვენთვის ცნობილია. თავს საიმედოდ იცავენ და კომპაქტურად განლაგდებიან. ამავდროულად შეტევაშიც მშვენივრად გადადიან. ფინალში გასვლა გვსურს და შესაბამისად ლიონის დამარცხება დაგვჭირდება. ვიცით, რომ მარტივი არ იქნება".

"ბენჯი პავარის დაბრუნებით ბედნიერები ვართ. მან ბევრი ივარჯიშა. სასტარტო შემადგენლობაში არ გამოვა, მაგრამ მატჩის განაცხადში შევიყვანთ".

"გუნდით აღფრთოვანებული ვარ. მშვენიერი ატმოსფერო სუფევს. ვარჯიშები უმაღლეს დონეზე ტარდება. ეს საკუთარ ძალებში რწმენას გვმატებს. მშვიდად ვარ, რადგანაც ვიცი, რომ გუნდს სრული კონცენტრაცია დასახულ მიზანზე აქვს გადატანილი. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს ბარსელონასთან შევძელით".



18-08-2020