სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გნაბრის პრესკონფერენცია

"ბარსელონასთან მატჩის შემდეგ ძალიან დიდი ეიფორია გვქონდა. მაგრამ ასევე ვიცოდით, რომ საჭიროა ლიონისთვის მზადება. განსხვავებული თამაში იქნება. საკუთარი საუკეთესო თვისებების დემონსტრირება გვმართებს. პირველივე წუთებიდან უნდა დავიხარჯოთ, როგორც ეს ბარსელონასთან მატჩში გავაკეთეთ. იმ შეხვედრაში აუცილებლად გამარჯვების მოპოვება გვსურდა. მაგრამ ანგარიშმა რა თქმა უნდა გაგვაკვირვა. ყოველთვის მაქსიმუმის მიღწევა გვსურს. ეს ჩვენი თამაშის ნაწილია".

"პირადად ჩემთვის ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება, რადგანაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად ვითამაშებ. ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა დაგვრჩა. ვიცით, რომ ადვილი არ იქნება".


"გუნდში ძალიან კარგი განწყობა შეინიშნება. საკუთარ რეალურ შანსებზე ვსაუბრობთ. ოთხშაბათის შეხვედრას მოუთმენლად ველით".


"ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ევროპის მთავარ ტურნირად ითვლება. ევროპის საუკეთესო გუნდის სტატუსის მიღება ფანტასტიური სეზონის დაგვირგვინება იქნებოდა. გუნდისთვის მშვენიერი სტიმულია. ზუსტად ამის მიღწევა გვსურს".


18-08-2020