სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რეკორდები, რეკორდები, რეკორდები

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ბაიერნი პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში 8 ბურთის გატანა შეძლო.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ბაიერნი პირველი გუნდია, რომელიც 31-ე წუთისთვის 4 ბურთი შეაგდო.

ბარსელონას წინააღმდეგ მატჩში ბაიერნმა 8 გოლი მიითვალა, მეტოქემ 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ 7 დარტყმა განახორციელა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჰანზი ფლიქის გუნდმა უკვე 39 ბურთი გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. 2014/15 წწ. გათამაშებაში ბაიერნს 33 გოლი ჰქონდა.

რობერტ ლევანდოვსკის უკვე 14 გოლი დაუგროვდა. ბაიერნის შემადგენლობაში პოლონელს ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 60 შეხვედრაში 50 ბურთი აქვს გატანილი.


2019/20 წწ სეზონის 50 შეხვედრაში ბაიერნს უკვე 155 გოლი დაუგროვდა, რაც, რა თქმა უნდა, ევროპის მოწინავე 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

ბაიერნის წაუგებელი სერია უკვე 29 მატჩს შეადგენს (28 მოგება და ფრე). აღსანიშნავია, რომ მოგებათა სერია უკვე 19 შეხვედრას მიაღწია. ამ მატჩებში ჰანზი ფლიქის შეგირდებმა წარმოუდგენელი 94 ბურთი გაიტანეს.


17-08-2020