სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სეტიენი: ბაიერნი სრულყოფილი გუნდია

„ბაიერნი ბევრი სათამაშო კომპონენტის გამო თავსატეხს გვიქმნის. სრულყოფილი გუნდია. როგორც ზეწოლის მოხდენა, ასევე თავდაცვას შეუძლია. მათ ძლიერი შემტევი ფეხბურთელები ჰყავთ. მათ პრესინგი უმაღლეს დონეზე აქვთ აყვანილი. მაგრამ ჩვენ ბურთის დაჭერა და ზეწოლის გადალახვა შეგვიძლია. ამ შემთხვევაში მეტოქისთვის ზიანის მიყენებას ვეცდებით. არც ერთ გუნდს უპირატესობა არ აქვს. ვინც მომენტებს უკეთ გამოიყენებს, ის მომდევნო რაუნდში გავა. გავიმეორებ, ბაიერნი გამორჩეული გუნდია. უმაღლეს კლასს ფლობენ და შემტევი თამაშის განხრით განსაკუთრებულებული არიან. მათი მხრიდან ბურთის ფლობის შემთხვევაში ჩვენ ფიქრი მხოლოდ საკუთარი კარების უსაფრთხოებაზე დაგვრჩება“, განაცხადა ბარსელონას მწვრთნელმა კიკე სეტიენმა.

კატალონიელები უსამა დემბელეს დაბრუნებას მოუთმენლად ელიან. სერიოზული ტრავმის გამო ფეხბურთელმა 9 თვე გამოტოვა. საღამოს დემბელე განაცხადში იქნება. სეტიენის თქმით, მას შეიძლება სათამაშო დროც მიეცეს.

მიმდინარე ტურნირში ბარსელონას, ასევე როგორც ბაიერნს, მარცხი ჯერ აქვს.


14-08-2020