სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბაიერნი და ბარსელონა 18-18 ჯერ გადიოდნენ, რაც ტურნირის რეკორდია. გუნდები ერთმანეთს 10 ჯერ დაუპირისპირდნენ. სტატისტიკა მიუნხენელების სასარგებლოდ არის: 6 გამარჯვება, 2 ფრე და 2 მარცხი. აქედან 5 გამარჯვება ბაიერნმა ბარსელონაზე ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში იზეიმა. კატალონიელებს არც ერთ სხვა გუნდთან ამდენი მარცხი არ აქვთ. ასევე აღსანიშნავია, რომ ბარსელონას კამპ ნოუს გარდა ბაიერნი სხვა სტადიონზე არ დაუმარცხებია.

ჩემპიონთა ლიგის პლეიოფებში გუნდები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ. დუელის გამარჯვებული შემდგომში თასსაც იგებდა. 1996 წელს რეკორდმაისტერმა ბარსელონას დამარცხების შემდეგ უეფას თასი მოიპოვა, 2013 წელს კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ოფიციალურ შეხვედრებში ჰანზი ფლიქის გუნდი 2019 წლის 7 დეკემბრიდან არ მარცხდება (1:2, გლადბახთან). იმ დღიდან დაწყებული მიუნხენელებმა 26 მატჩი მოიგეს და ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულეს. მოგებათა სერია უკვე 18 მატჩს შეადგენს. სეზონის განახლების შემდეგ ბაიერნმა 12 შეხვედრაში 12 გამარჯვება მოიპოვა (საერთო ანგარიშით, 37:10).

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მიუნხენელებმა ყველა 8 მატჩი მოიგეს და მეტოქეებს 31 ბურთი გაუტანეს - რაც ტურნირის რეკორდია. წინა რეკორდი ბარსელონას ეკუთვნოდა 30 გოლი (2011/12 წწ. სეზონში).

რობერტ ლევანდოვსკი 13 გატანილი ბურთით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. აღსანიშნავია, რომ პოლონელს იმდენივე აქვს გატანილი, რაც მთელ ბარსელონას. მესიმ მხოლოდ 3 გოლი მიითვალა. მაგრამ სეზონის განახლების შემდეგ არგენტინელი ასევე მაღალ შედეგიანობას დემონსტრირებს. ლევანდოვსკის 14 გოლი და 3 ასისტი დაუგროვდა, მესის კი 7 გოლი და 9 ასისტი აქვს. ევროპის 5 მოწინავე ჩემპიონატში ეს მაჩვენებლები საუკეთესოა.

ლისაბონში გამართულ შეხვედრებში ბაიერნი ჯერ არ დამარცხებულა. 8 მატჩში მიუნხენელებმა 5 გამარჯვება და 3 ფრე მოიპოვეს.


14-08-2020