სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ნიკლას ზულესთან

რა შთაბეჭდილება დაგიტოვა პორტუგალიაში მიმდინარე სავარჯიშო შეკრებამ?
„აქ ოპტიმალური პირობები გაგვაჩნია. მშვენივრად ვვარჯიშობთ. დღეში ერთ ვარჯიშს ვატარებთ, შესაბამისად სხვა საქმეებისთვის დრო გვრჩება. მაგრამ ყველა ჩვენი აზრი ბარსელონასთან მატჩისთვის არის დაკავშირებული. გვსურს მომდევნო რაუნდში გასვლა. შეხვედრას მოუთმენლად ველით“.

რა გაძლევს ოპტიმიზმს ბარსელონასთან დადებითი შედეგის მისაღწევად?
„ვთვლი, რომ გუნდში უნიკალური სულისკვეთება სუფევს. ეს ჩემთვის ბაიერნის რიგებში მეოთხე სეზონი იქნება და ასეთი ატმოსფერო ჯერ არ გვქონია. ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან რთულია, მაგრამ მიმდინარე სეზონში ახლანდელ შემადგენლობას განსაკუთრებულის მიღწევა შეუძლია“.

შენი გამოსვლა ჩელსისთან შეხვედრაში ყველა გულშემატკივრისთვის და მთელი კლუბისთვის მშვენიერი მომენტი იყო.
„რა თქმა უნდა, მშვენიერი გრძნობა ვიგრძენი. ისევე, როგორც მარსელთან მატჩში, როდესაც 9,5 თვის განმავლობაში მინდორზე პირველად გამოვედი. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაბრუნება ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი აღმოჩნდა. მოხარული ვარ, რომ სათამაშო პრაქტიკა მივიღე, იმ სამი მატჩის წინ, რომლებსაც, დიდი იმედი მაქვს, აქ ჩავატარებთ“.

როგორ შეაფასებდი შენს ახლანდელ კონდიციებს?
„ვთვლი, რომ ძალიან კარგ კონდიციებში ვიმყოფები. სათამაშო რიტმი, რა თქმა უნდა, ჯერ მოსაძიებელი მაქვს. მაგრამ ვარჯიშებზე ხშირად 11/11-ზე ვთამაშობთ და ასევე მცირე ჯგუფებში სათამაშო დეტალებს ვააუმჯობესებთ. ვთვლი, რომ საჭიროების შემთხვევაში საკუთარ თამაშს ვაჩვენებ“.


13-08-2020