სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლეონ გორეცკას პრესკონფერენცია

“წინ პლეიოფი გველოდება. ამ სტადიაზე მარტივი შეხვედრები არ იქნება. პორტუგალიაში ბარსელონასთან დუელისთვის ვემზადებით, რომელიც მხოლოდ ერთი მატჩისგან შედგება. ამაზე საინტერესო რა უნდა იყოს?! ბოლომდე დავიხარჯებით“.

„საკუთარი ინდივიდუალური თვისებების გარდა აღსანიშნავია, რომ გუნდურათაც კარგად ვთამაშობთ. ყველას მინდორზე შრომა სურს და საჭიროების შემთხვევაში საკუთარი კარების კოლექტიურად თავდაცვა“.


„ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ამავდროულად ვიცით, რომ ძალიან ძლიერი გუნდი დაგვიპირისპირდება, რომლის ღირსებას მსოფლიო დონის ფეხბურთელები იცავენ. მატჩს საკუთარ ძალებში დიდი რწმენით ვხდებით, რომელიც უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში მოვიპოვეთ“.

„ვთვლი, რომ პორტუგალიაში ნაადრევი ჩამოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. აქ მომზადებისთვის მშვენიერი პირობები გაგვაჩნია“.


11-08-2020