სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

პირველი ვარჯიში პორტუგალიაში

ორშაბათს კინგზლი კომანმა და ჯერომ ბოატენგმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს, იუწყება ოფიციალური საიტი. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ჩელსის წინააღმდეგ შეხვედრა კუნთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა, გერმანელი კი ლონდონელებთან მატჩის მსვლელობისას შეცვალეს, რადგანაც მცველმა ერთ-ერთ ორთაბრძოლაში დაზიანება მიიღო. ვარჯიში მხოლოდ ტრავმირებულმა პავარმა და ცირქცემ გამოტოვეს, ჰოლანდიელს ასევე მცირე დაზიანება აწუხებს.

სამშაბათს და ოთხშაბათს ლაგოსში გუნდი რამდენიმე ვარჯიშს ჩაატარებს. ხუთშაბათს კი ლისაბონში გაემგზავრება, სადაც „ეშტადიუ და ლუშ“-ზე დასკვნით ვარჯიშს გამართავს.


11-08-2020