სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი რეკორდებს ამყარებს

ჩელსისთან შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკიმ რამდენიმე რეკორდი დაამყარა. ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში თავდასხმელს უკვე 65 გოლი დაუგროვდა. ბომბარდირთა სიაში პოლონელი მეოთხე ადგილზე გადავიდა. უფრო მეტი გატანილი ბურთი მხოლოდ რონალდუს (130), მესის (114) და რაულს (71) აქვთ.

ლევანდოვსკიმ ბაიერნის საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა. რობერტი პირველი ფეხბურთელი გახდა რომელმაც ზედიზედ 7 შეხვედრაში ბურთი შეაგდო.


ჯერ არც ერთ ფეხბურთელს, რომელიც გერმანულ გუნდებში გამოდიოდა ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში ამდენი ბურთი გატანილი არ ჰქონდა (13). რეკორდი რონალდუს ეკუთვნის, პორტუგალიელმა 2013/14 წწ. ტურნირში 17 გოლი მიითვალა.


ჩელსის წინააღმდეგ შეხვედრებში ლევანდოვსკიმ მონაწილეობა ბაიერნის ყველა გოლში მიიღო (3 გოლი და 4 ასისტი). ამავდროულად პოლონელმა უკვე მე-16 შეხვედრაში ერთ ბურთზე მეტი გაიტანა. უფრო ხშირად ამას რონალდუ (36) და მესი (34) აკეთებდნენ.


ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში რობერტ ლევანდოვსკის 11 პენალტიდან 11-ვე გატანილი აქვს.


10-08-2020