სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ჩელსი ისევ დაჩაგრა

მატჩის დებიუტში ბაიერნმა სწრაფი კონტრშეტევა გაითამაშეს, რომლის დასკვნით სტადიაზე კაბალერომ ლევანდოვსკი წააქცია. მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც პოლონელმა ცივსისხლიანად გამოიყენა, 1:0!

24 წუთზე პერიშიჩმა ანგარიში 2:0-მდე გაზარდა. ხორვატს გადაცემა ლევანდოვსკიმ გაუკეთა. რამდენიმე წუთში ჩელსიმ ბურთი შეაგდო, მაგრამ მსაჯმა გოლი გააუქმა. ანგარიში არ შეცვლილა.

ტაიმის მიწურულს ლონდონელებმა ბურთი მაინც შეაგდეს. გოლი აბრაჰამმა მიითვალა, 2:1. აღსანიშნავია, რომ ნოიერი ნაკლებად დამაჯერებელი იყო. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 2:1 გავიდნენ.

მეორე ნახევარი ჩელსის შეტევებით დაიწყო, მაგრამ ლონდონელებს ანგარიშის გათანაბრება ვერ გამოუვიდათ.

კოუტინიოს ლამაზი დარტყმა კარებს ზემოდან ოდნავ ასცდა. მანამდე მომენტები მიულერს, ლევანდოვსკის და კიმიხს ჰქონდათ.

75-ე წუთზე ტოლისომ ანგარიში 3:1-მდე გაზარდა. ასისტი ისევ ლევანდოვსკიმ შეასრულა. 82-ე წუთზე პოლონელმაც შეაგდო. ოდრიოცოლამ ფლანგიდან ჩააწოდა და პოლონელმა ბურთი თაური დარტყმით კუთხე გადააგზავნა, 4:1!

მეოთხედფინალში ბაიერნი ბარსელონას დაეჯახება!


09-08-2020