სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნოიერი: პოზიტიურად ვართ განწყობილნი

„მომდევნო მატჩში მეტოქის შეუფასებლობას ადგილი არ ექნება. ვიცით, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ საგრძნობი უპირატესობა გაგვაჩნია, მაგრამ შაბათს საღამოს ახალ სტარტს ვიღებთ. პირველი მატჩის ანგარიშის დამტკიცება გვმართებს და ჩელსიზე გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ“.
„მცირე შესვენება გვქონდა. მაგრამ არამგონია, რომ სათამაშო კონდიციები დავკარგეთ. მარსელის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში კარგი თამაში ვაჩვენეთ. ვგრძნობ, რომ გუნდი კარგ კონდიციებში იმყოფება. კარგად ვიშრომეთ და კარგად მოვემზადეთ“.

„უპირველესყოლისა ჩელსის უნდა გავცდეთ. შემდეგ პლეიოფი დაიწყება. ნებისმიერი მატჩი ფინალის ტოლფასია. მატჩის დღეს გუნდის კონდიციებზე ბევრი იქნება დამოკიდებული. ტიტულისთვის ბრძოლას ბევრი უმაღლესი დონის გუნდი განაგრძობს. კარგ კონდიციებში ვიმყოფებით და პოზიტიურად ვართ განწყობილნი“.


07-08-2020