სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ჩელსის მოლოდინშია

ბაიერნის ფეხბურთელებმა სრული კონცენტრაცია ჩელსისთან შეხვედრაზე გადაიტანეს. სამწვრთნელო შტაბმა გუნდი ორ ჯგუფად დაჰყო. ერთს ჰანზი ფლიქი ხელმძღვანელობდა, მეორეს კი, რომელშიც ზანე და სხვა ახალწვეულები შევიდნენ, კლოზეს მეთვალყურეობით ვარჯიშობდნენ. ვარჯიში 75 წუთი გრძელდებოდა.

ბაიერნი ჩელსის ალიანც არენაზე 8 აგვისტოს 23.00 საათზე უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა, რომელიც ლონდონში ჩატარდა, რეკორდმაისტერის დამაჯერებელი გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა. ფლიქის გუნდს ლისაბონში ფინალურ ტურნირში მონაწილეობისთვის მშვენიერი შანსები აქვს.


05-08-2020