სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ზანემ ახალგაზრდების წინააღმდეგ ითამაშა

შაბათს ჰანზი ფლიქმა ამხანაგური მატჩი მოაწყო. მწვრთნელმა ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ ის ფეხბურთელები გამოიყვანა, რომლებსაც მარსელთან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ბაიერნის პირველმა გუნდმა დემიჩელისის შეგირდები ანგარიშით 3:0 დაამარცხა. დუბლი ცირქცემ შეასრულა, ერთი გოლი ტილმანმა მიითვალა. ლეროი ზანე საკუთარ ფლანგზე აქტიური იყო. ვინგერმა ბურთი ძელს გაარტყა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ჩელსის წინააღმდეგ მატჩამდე კიდევ ერთი კვირა გვაქვს. ამ მომენტიდან სრულ კონცენტრაციას ჩემპიონთა ლიგაზე გადავიტანთ. დარჩენილი დროის სწორედ გამოყენება გვსურს“, თქვა ჰანზი ფლიქმა.


02-08-2020