სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სანჩესმა ყოფილი კლუბი დაამწუხრა

შეხვედრა ბაიერნმა საკმაოდ სოლიდურად დაიწყო და სწრაფი ბურთის გატანა შეძლო. 10-ე წუთზე გოლი ლევანდოვსკიმ მიითვალა. კარგი მომენტი რობენს ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

ბაიერნი თამაშის სადავეებს აკონტროლებდა. მასპინძლები კონტრშეტევებზე გადადიოდნენ. 1-2 ჯერ თამაშში ნოიერი ჩაირთო.

40-ე წუთზე რობენმა მშვენიერი მომენტი გააცუდა. რიბერიმ ჰოლანდიელი ერთი ერთზე გაიყვანა, მაგრამ მეკარემ დარტყმა ისევ მოიგერია.

55-ე წუთზე სანჩესმა თავის ყოფილ გუნდს გაუტანა. გოლი რენატომ არ აღნიშნა, რის გამოც ბენფიკას გულშემატკივრებისგან ოვაციები დაიმსახურა.

ბურთი ასევე გნაბრიმაც შეაგდო, მაგრამ თამაშს გარეშე სიტუაციის გამო არ ჩაითვალა. სერჟი მინდორზე რიბერის ნაცვლად შემოვიდა.

მეტოქე ნოიერს შორეული დარტყმებით აწუხებდა, მაგრამ კარების ჩარჩოში ვერც ერთი ვერ მოხვდა.

მატჩის მიწურულს მინდორზე მიულერი გამოვიდა, რომლისთვის ჩემპიონთა ლიგაზე 100-ე საიუბილეო მატჩი გახდა.

ნიკო კოვაჩმა მწვრთნელის სტატუსში წარმატებული დებიუტი იზეიმა.

ბაიერნმა 3 ქულა მშვიდად მოიპოვა. 2 ოქტომბერს ალიანც არენაზე მიუნხენელები აიაქს უმასპინძლებენ. ერთმანეთს ჯგუფის ლიდერები დაუპირისპირდებიან.


20-09-2018