სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა მარსელს მოუგო

3-კვირიანი პაუზის მიუხედავად ბაიერნმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო. გუნდი სწრაფ შეტევებს ქმნიდა. მეათე წუთისთვის მარსელმა უპირატესობა ხელთ იგდო და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. მაგრამ მეცხრამეტე წუთზე გნაბრიმ ბურთი შეაგდო. საჯარიმოში სერჟმა ლამაზი დრიბლინგი აჩვენა და კარების ახლო კუთხე დალაშქრა. მანდანდა უძლური იყო, 1:0.

ტაიმის მიწურულს მარსელის მეკარემ გუნდი გოლისგან რამდენჯერმე გადაარჩინა. მანდანდამ მიულერის, კიმიხის და დეივისის დარტყმები მოიგერია. ერთ მომენტში გნაბრის დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ დამატებაზე მახვილი კუთხიდან ბურთი კარებში ვერ გადააგზავნა. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 1:0 გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მშვენიერი შანსი ტოლისოს ჰქონდა. ფრანგმა ბურთი კარებს ორი მეტრიდან ზემოდან გადააცილა. კომანის ჩაწოდების შემდეგ ლევანდოვსკიმ ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ ბურთი კარებს ვერ გაარტყა. კოუტინიოს ლამაზი დარტყმა მარცხენა ძელს ოდნავ ასცდა.

60-ე წუთზე ფლიქმა თითქმის მთელი შემადგენლობა გამოცვალა. მინდორზე ნიკლას ზულე გამოჩნდა, რომელსაც მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ თითქმის 9 თვე გაუცდა.

დარჩენილ დროში ბაიერნი თამაშის სადავეებს აკონტროლებდა, მაგრამ ანგარიშის გაზრდა ვერ შეძლო. ერთი მომენტი მარსელსაც ჰქონდა, მაგრამ ულრაიჰმა ბურთის დაჭერა მოახერხა. ჩელსისთან მატჩს დაველოდოთ, რომელიც 8 აგვისტოს გაიმართება.


31-07-2020