სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ზულე მარსელთან ითამაშებს

ბაიერნი ფორსირებულად ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება. ჰანზი ფლიქი მოსამზადებელი პროცესით კმაყოფილია. „ვარჯიშები უმაღლეს დონეზე ტარდება. გუნდი ძალიან კონცენტრირებულად მუშაობს. როგორც შესვენებამდე და ახლაც ყველაფრით კმაყოფილი ვარ. მარსელთან მატჩის შემდეგ სრულ კონცენტრაციას ჩელსისთან შეხვედრაზე გადავიტანთ“, განაცხადა ბაიერნის მწვრთნელმა.

გუნდის ახალწვეულები ლეროი ზანე, ტანგი ნიანზუ, ალექს ნუბელი და ანდრიან ფაინი მატჩს გამოტოვებენ. მაგრამ ზულეს დაბრუნება არის მოსალოდნელი. „მისი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ. ვთვლი, რომ 100%-ით მზად არის. რა თქმა უნდა მას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ მარსელთან შეხვედრაში მისი დაგროვება შეუძლია“, აღნიშნა 55 წლის სპეციალისტმა.


31-07-2020