სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი - მარსელი. სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საღამოს ბაიერნი ამხანაგურ შეხვედრას მარსელთან ჩაატარებს. გასულ საფრანგეთის ჩემპიონატში, რომელიც პანდემიის გამო შეწყდა და შემდეგ არ განახლებულა, მარსელმა მეორე ადგილი დაიკავა. 2014 წლის შემდეგ მარსელი ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდება.

ვილას ბოაშის გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც აგვისტოს ბოლოს დაიწყება. მარსელმა რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა უკვე გამართა, ერთ-ერთ მატჩში ფრანგებმა რეგიონალური ლიგის კლუბი ჰაიმშტეტენი ანგარიშით 6:1 გაანადგურეს.

2011/12 წწ. ბაიერნი მარსელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდა. მიუნხენელებმა მეტოქეს ორივე შეხვედრა იდენტური ანგარიშით 2:0 მოუგეს (გომესი, რობენი / ოლიჩის დუბლი). მარსელი ერთადერთი ფრანგული კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო (1993).

ორივე გუნდის შემადგენლობაში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონები გამოდიან. ბაიერნის რიგებში - პავარი, ერნანდეზი და ტოლისო, მარსელის კი - მანდანდა და ტოვენი. მაგრამ ტრავმის გამო მომდევნო მატჩს ბენჟამენ პავარი გამოტოვებს.


31-07-2020