სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ზანეს პრეზენტაცია შედგა

"პირველმა დღეებმა ძალიან კარგად ჩაიარეს. მე ძალიან კარგად მიმიღეს. ბევრ ფეხბურთელს ნაკრებიდან ვიცნობ. დღეს ვარჯიში ჯგუფებში ჩატარდა, რამდენიმე მათგანს შევხდი. ტრანსფერი ბაიერნში ძალიან სწრაფად განხორციელდა. ჰასანთან ვისაუბრეთ და საერთო ენა გამოვნახეთ. ორივემ გადავწყვიტეთ, რომ გადასვლა სწრაფად უნდა შედგეს. სანამ გუნდი ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება ყველასთან ერთად ახალი სეზონისთვის ჩვეულ კონდიციებს დავიბრუნებ. ჩემპიონთა ლიგის მოგება რთულია. ბაიერნმა ტურნირი რამდენჯერმე მოიგო. მე ახალ გამოწვევას ვეძებდი. ისეთ კლუბში მსურდა გადასვლა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ბაიერნი ამ კრიტერიუმს 100%-ით შეესაბამება. ტოპ დონის გუნდია. ჰანზი ფლიქმა გუნდი მშვენივრად გადააწყო. მინდორზე ჩანს, რომ ყველა მოთამაშე სიამოვნებას ღებულობს. შესაბამისად, სწორი არჩევანი გავაკეთე. გუნდში გადასვლისას განვაცხადე, რომ პასუხისმგებლობის აღება მსურს. აქედან გამომდინარე, 10-ნომრიანი მაისურის აღება გადავწყვიტე. ამავდროულად, ეს ნაბიჯი ჩემთვის დამატებითი ზეწოლა არ იქნება. მიზნები დავისახე, რომლების მიღწევა მსურს", განაცხადა პრეზენტაციაზე ლეროი ზანემ.


23-07-2020