სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნელები ჯილდოებს აგროვებენ

ბაიერნელები მოპოვებული დუბლის შემდეგ ინდივიდუალურ ჯილდოებს აგროვებენ. Kicker-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამარჯვებულების შორის 4 მიუნხენელია.

ჰანზი ფლიქი საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. 55 წლის სპეციალისტმა რესპონდენტთა ხმების 61% დააგროვა. რობერტ ლევანდოვსკი საუკეთესო მინდვრის ფეხბურთელი გახდა. პოლონელს ხმების 42.6% ერგო. მეკარეებს შორის საუკეთესო ბაიერნის კაპიტანი დაასახელეს. მანუელ ნოიერმა 35.2% დააგროვა. სეზონის საუკეთესო ახალწვეული ალფონსო დეივისი გახდა (44.8%).

გამოკითხვაში მონაწილეობა 270 ფეხბურთელმა მიიღო.


21-07-2020