სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ამონარიდები ჰაინერის ინტერვიუდან

ვის დაასახელებდით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად?
"მშვენიერი გუნდი გვყავს. ჩემთვის რთული იქნება ერთი ფეხბურთელი გამოყოფა. ყველა მოთამაშემ სენსაციურად ითამაშა. მაგრამ მე სიამოვნება ალფონსო დეივისის პროგრესმა მომანიჭა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სხვებისგან არ გამოირჩებოდა. ახლა კი, თავისი თამაშით მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს აკვირვებს. სპორტული თვალსაზრისით აბსოლუტურ უმაღლეს დონეზე იმყოფება. ამ ბიჭს დიდი სიამოვნებით ვაკვირდებით".

შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს დღეობით ბაიერნი მთელი ევროპისთვის სამაგალითოა?
"ვფიქრობ, რომ ამის თქმა შეიძლება. კლუბი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღფრთოვანებას იწვევს. ეს იმიტომ ხდება, რომ კლუბი ბევრ რამეს სწორედ აკეთებს. ეს როგორც სპორტულ თვალსაზრისს, ასევე ეკონომიურ მხარესაც ეხება. მხოლოდ რამდენიმე კლუბი არსებობს, რომლებიც საკუთარი მაჩვენებლებით ჩვენ შეედრება. თქვენს წინაშე ბედნიერ პრეზიდენტს ხედავთ. მოხარული ვარ, რომ კლუბის სამსახურში ვიმყოფები".


18-07-2020