სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ზანემ პირველი ვარჯიში ჩაატარა

ლეროი ზანემ ბაიერნის რიგებში პირველი ვარჯიში ჩაატარა, იუწყება ოფიციალური საიტი. 24 წლის ფეხბურთელმა ნიკლას ზულესთან ერთად იმუშავა. შეგახსენებთ, რომ ცენტრალური მცველი ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე კონდიციების აღსადგენად ვარჯიშობს. სამწუხაროდ, ზანე ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ვერ დაეხმარება, რადგანაც სიტის რიგებში ითამაშა.

"პირველი ვარჯიშით მოხარული ვარ. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ამ დღეების განმავლობაში ზულესთან ერთად ვივარჯიშებ. შემდეგი კვირიდან გუნდთან ერთად კიბერვარჯიშებს გავივლი", განაცხადა ლეროი ზანემ.


14-07-2020