სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რა ელოდება გუნდს ივლისში?

შიდა არენაზე ბაიერნმა დუბლი გაიფორმა, მაგრამ ჰანზი ფლიქი და ფეხბურთელები მიღწეულ წარმატებაზე გაჩერებას არ აპირებენ. რეკორდმაისტერის მომდევნო მიზანი ჩემპიონთა ლიგაა, რომლის პლეიოფის სტადია აგვისტოში განახლდება. შეგახსენებთ, რომ მერვედფინალის პირველ შეხვედრაში გასვლაზე მიუნხენელებმა ჩელსი ანგარიშით 3:0 გაანადგურეს, საპასუხო მატჩი 7 ან 8 აგვისტოს გაიმართება (ზუსტი თარიღი 10 ივლისს გახდება ცნობილი).

20 ივლისს კორონავირუსზე განმეორებითი ტესტები შედგება. შემდეგ კიბერვარჯიშები გაიმართება. ამ ეტაპზე გუნდს ახალწვეულები ლეროი ზანე და ალექს ნუბელი შეუერთდებიან.


23 ივლისს ფეხბურთელები ვარჯიშს მცირე ჯგუფებში დაიწყებენ. 26 ივლისიდან ჩვეულებრივი სავარჯიშო პროგრამა განახლდება.


"ახლა ფეხბურთელებს დასვენებისთვის პაუზა მიეცემა. ახალ ენერგიას დააგროვებენ. შემდეგ კი მომდევნო მიზნისთვის მოვემზადებით, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალი იქნება", აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.


08-07-2020