სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რეკორდები, რეკორდები, რეკორდები

2020 წელს ბაიერნმა თასი მეოცედ მოიპოვა და ტურნირის გათამაშების ფარგლებში 200-ე გამარჯვება იზეიმა. ეს რეკორდული მაჩვენებელია.


ბაიერნმა თავის ისტორიაში დუბლი (ჩემპიონატი და თასი) მეცამეტედ შეასრულა. ყველა დანარჩენ კლუბს ეს მხოლოდ ოთხჯერ გამოუვიდათ.


დავიდ ალაბა, თომას მიულერი, მანუელ ნოიერი, ხავი მარტინეზი და ჯერომ ბოატენგი ისტორიაში პირველი ფეხბურთელები გახდნენ, რომლებმაც დუბლის დაცვა მეორედ მოახერხეს. 2013 და 2014 წწ. შემდეგ ამ კვინტეტმა იდენტური წარმატების გამეორება 2019 და 2020 წწ. შეძლო. წარსულში, ახლანდელ ბავარიული ერის დადგომამდე, გუნდმა იგივე წარმატებას 2005 და 2006 წწ. მიაღწია.


თომას მიულერმა თასის გათამაშების ფინალში მონაწილეობა მერვედ მიიღო. გერმანელმა ფრანკ რიბერის მაჩვენებელი გაიმეორა. რეკორდმაისტერის ვეტერანისთვის ლევერკუზენზე გამარჯვება 56 შეხვედრაში 48-ე აღმოჩნდა. არც ერთ სხვა ბაიერნელს ამდენი მოგება აქტივში არ აქვს.


თასის ტიტულების რაოდენობით რეკორდსმენად ბასტიან შვაინშტაიგერი რჩება, მან 7 ტიტული მოიპოვა. თომას მიულერს, დავიდ ალაბას და მანუელ ნოიერს ერთით ნაკლები აქვთ.


გერმანიის თასის გათამაშების ისტორიაში რობერტ ლევანდოვსკი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ სამ ფინალში ბურთი შეაგდო. ლევერკუზენის კარებში გატანილი დუბლის შემდეგ პოლონელს ფინალებში 8 გოლი დაუგროვდა.


ფინალში მოპოვებული გამარჯვება ბაიერნისთვის ზედიზედ მე-17 აღმოჩნდა, რაც რეკორდია. წინა საუკეთესო შედეგი ზუსტად რომ ლევერკუზენს ეკუთვნოდა: 1978 წელს ფარმაცევტებმა მეორე ბუნდესლიგაში ზედიზედ 16 გამარჯვება იზეიმეს.

გერმანიის თასის ისტორიაში ივან პერიშიჩი მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს ტიტული სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო: დორტმუნდი (2012), ვოლფსბურგი (2015) და ბაიერნი (2020).


ფილიპე კოუტინიო ეროვნული თასი უკვე მესამე ქვეყანაში მოიგო: ინტერთან, ბარსელონასთან და ახლა ბაიერნთან.


07-07-2020