სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქი ორმაგი დუბლის მფლობელი გახდა

ჰანზი ფლიქი პირველი გერმანელი გახდა, რომელმაც დუბლი მოთამაშის და მწვრთნელის როლში შეასრულა. ფლიქამდე იგივე წარმატება ნიკო კოვაჩმა იზეიმა, ასევე ბაიერნთან ერთად.

პირველი დუბლი, ფეხბურთელის სტატუსში, ფლიქმა 1986 წლის 3 მაისს იზეიმა. მაშინ ბაიერნმა შტუტგარტი ანგარიშით 5:2 დაამარცხა. 34 წლის შემდეგ რეკორდმაისტერმა ფლიქის ხელმძღვანელობით თასის ფინალში ლევერკუზენს სძლია (4:2).

"ფლიქმა გუნდი ლეტარგიიდან გამოყვანა და ჩემპიონის ტიტულამდე მიყვანა მოახერხა. საბოლოოდ ნამდვილი ტრიუმფალური სვლა გამოუვიდა", განაცხადა ფრანც ბეკენბაუერმა.

"იმედი მაქვს, რომ გუნდი ისევ ითამაშებს ისე, როგორც ეს ახლა გამოსდის. ბაიერნს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ყოველთვის ჰყავდა. ჰანზიმ ამ ფეხბურთელებისგან გუნდის აწყობა შეძლო", დაამატა ული ჰიონესმა.

მცირე შესვენების შემდეგ რეკორდმაისტერი მზადდებას ჩემპიონთა ლიგისთვის დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ევროპის მთავარი საფეხბურთო ტურნირი სტარტს აგვისტოში აიღებს.


06-07-2020