სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის ფაქტები და რეკორდები

90-ე წუთზე გატანილი ბურთი რობერტ ლევანდოვსკისთვის მიმდინარე თასის გათამაშებაში მეექვსე აღმოჩნდა. პოლონელი თავდასხმელი თასის საუკეთესო ბომბარდირი მეხუთედ გახდა.

ყველა ტურნირის ჩათვლით ლევანდოვსკის უკვე 51 გოლი დაუგროვდა. ევროპის ხუთ მოწინავე ჩემპიონატის შორის ეს საუკეთესო მაჩვენებელია. რობერტი იდენტურ შედეგს 2015/16 წწ. სეზონში მიაღწია.

ლევანდოვსკის პირველი გოლი, რომლის შემდეგაც ანგარიში 3:0 გახდა, ბაიერნისთვის თასის ფარგლებში 750-ე აღმოჩნდა, რაც ტურნირის რეკორდია.

თასის გათამაშების ფარგლებში ლევანდოვსკის 39 გოლი დაუგროვდა. ბომბარდირთა სიაში პოლონელი მეხუთე ადგილს კლაუს ფიშერთან და ჰანეს ლორთან იყოფს. გერმანიის თასის ფინალებში პოლონელმა უკვე 8 ბურთი გაიტანა, რაც რეკორდია. 4-4 გოლი გერდ მიულერს და უვე ზელერს აქვთ.

ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ბურთი ოთხ სხვა და სხვა ფინალში შეაგდო. პოლონელი ასევე პირველი მოთამაშეა, რომელმაც ზედიზედ 3 ფინალში გაიტანა. 2018 წელს ფრანკფურტს, 2019 წელს ლაიპციგს - ორივეჯერ დუბლი მიითვალა.


05-07-2020