სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა დუბლი შეასრულა!

ფინალი ტრადიციულად ჰიმნის დაკვრით დაიწყეს. შემდეგ ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით კორონავირუსისგან დაღუპულებს პატივი ეცეს.

მეოთხე წუთზე ნახევარმომენტი ლევანდოვსკის ჰქონდა, პოლონელის თავური კარებს ზემოდან ასცდა.


6’ ლევერკუზენის საჯარიმო დარტყმა უშედეგოდ დასრულდა.


გორეცკას გარღვევა გაანეტრაილეს, მაგრამ შეტევა კუთხურით დასრულდა. კიმიხის დარტყმა არა ზუსტი აღმოჩნდა.

10’ ლამაზი კონტრშეტევის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე კომანი გაიყვანეს, მაგრამ ფრანგის დარტყმას ჰრადეცკი დაეუფლა.


თამაში გაჩაღდა, ლევანდოვსკიმ გნაბრი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა ივარგა.


ბაილის გარღვევა არაფრით დასრულდა. პარტნიორები მის ჩანაფიქრს ვერ მიწვდნენ.

17’ სტანდარტის შემდეგ დავიდ ალაბამ გოლი შეაგდო, 0:1!

21’ ახლო მანძილიდან ჰრადეცკიმ მიულერის დარტყმა მოიგერია. მეკარემ გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან გადაარჩინა.


25’ გნაბრიმ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და მეკარესგან შორეული კუთხე დალაშქრა, 0:2!

31’ კარგი მომენტი ბეილის ჰქონდა, მაგრამ მანამდე მსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა.

38’ ლევანდოვსკიმ ბურთი ვერ გაისწორა, მცველებმა თავდასხმელი გაანეიტრალეს.

შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა. პირველ ტაიმში ბურთები ალაბამ და გნაბრიმ გაიტანეს, 0:2.

49’ გნაბრიმ კარების მიმართულებით დაარტყა, ბურთი კუთხურზე გადავარდა, რომლის ჩაწოდების შემდეგ ბაიერნმა დივიდენტები ვერ გამოიღო.

55’ სამსვლიან შეტევის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე ლევანდოვსკი გავიდა, მაგრამ პოლონელმა მომენტი გააცუდა.

57’ ფოლანდმა ფეხი ბურთს ააცილა, თავდასხმელი ხელსაყრელ პოზიციაში იმყოფებოდა.

59’ ჰრადეცკის კატასტროფული შეცდომის შემდეგ მესამე გოლი გავიდა. საშუალო დისტანციიდან კარები ლევანდოვსკიმ დალაშქრა, 0:3!

64’ სვენ ბენდერმა ერთი ბურთი გაჰქვითა, 1:3...

66’ ბაიერნი კიდევ ერთ გაშვებულ გოლს გადაურჩა. ბურთი კარებს სულ ცოტათი ასცდა.


74’ პერიშიჩის გადაცემას ლევანდოვსკი ოდნავ ვერ მიუსწრო.

75’ პერიშიჩის დარტყმა ჰრადეცკიმ მოიგერია.

84’ მიულერმა გადაცემა ვერ შეასრულა, თორემ მეკარესთან ერთი ერთზე ერთბაშად ორი ბაიერნელი გადიოდა.


მატჩის მიწურულს ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა და ჰავერცმა პენალტი გამოიყენა, 2:4!

ბაიერნმა დუბლი შეასრულა. ჩელსისთან მატჩამდე თვეზე ოდნავ მეტი რჩება!


05-07-2020