სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საღამოს ფინალი ბაიერნისთვის რიგით 24-ე იქნება, რომლებშიც რეკორდმაისტერმა 19 გამარჯვება მოიპოვა, რაც რეკორდია. ლევერკუზენისთვის მხოლოდ მეოთხე ფინალი იქნება (ერთადერთი მოგება ფარმაცევტებმა 1993 წელს იზეიმეს).

თასის ფარგლებში ბაიერნი ლევერკუზენს ექვსჯერ შეხვდა და აქედან 5 დუელი მოუგო. ერთადერთი მარცხი მიუნხენელებმა 2008/09 წწ. გათამაშების მეოთხედფინალში იწვნიეს (2:4). საღამოს თასის ფინალის ფარგლებში გუნდები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

რობერტ ლევანდოვსკიმ მონაწილეობა თასის 5 ფინალში მიიღო, რომლებშიც 6 ბურთი შეაგდო. ამ მაჩვენებლის მიხედვით პოლონელი თასის ფინალების საუკეთესო ბომბარდირია. მაგალითად: ლევერკუზენს ფინალებში მხოლოდ 3 ბურთი აქვს გატანილი.

კარიერის განმავლობაში მანუელ ნოიერმა, თასის ფინალების ფარლებში, 32 მშრალი მატჩი ჩაატარა. ერთით მეტი მხოლოდ ლეგენდარულ ოლივერ კანს აქვს. რა თქმა უნდა ორივე მაჩვენებელი რეკორდის ტოლფასია.


ბაიერნს თასის ფარგლებში მოგებათა სერია 11 მატჩს შეადგენს, რომლებშიც გუნდმა 29 ბურთი გაიტანა. წინა 23 ფინალში რეკორდმაისტერმა 53 ბურთი გაიტანა.


საღამოს მიულერი თავის მერვე თასის ფინალს ჩაატარებს. ამ მაჩვენებლით თომასი ფრანკ რიბერის გაუტოლდება.


2003/04 წწ. თასის გათამაშებაში ჰოფენჰაიმმა ჰანზი ფლიქის ხელმძღვანელობით ნამდვილი სენსაცია მოახდინა. მესამე ბუნდესლიგის გუნდმა ლევერკუზენი მერვედფინალიდან გამოაგდო (3:2).


04-07-2020