სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ფინალია და რა თქმა უნდა განსხვავებული მატჩია. კვირის განმავლობაში ვარჯიშებზე გუნდის მუშაობით კმაყოფილი ვარ. განწყობა, ინტენსიურობა და ხარისხი ძალიან მომეწონა. კარგი წინაპირობაა, ეს საკუთარ ძალებში რწმენას გვიმაღლებს. ისეთ მეტოქეს უნდა ვეთამაშოთ, რომელმაც საკუთარი ძლიერი თვისებების გამოყენებით ჩვენთვის ზიანის მიყენება შეუძლია. მომდევნო შეხვედრას სრული კონცენტრაციით უნდა შევხდეთ".

"მარტინეზის და ტოლისოს გარდა ყველა მწყობრშია. ზულე დასკვნით წინა სამატჩო ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებს. ამის შემდეგ გადავწყვიტავთ, შევა თუ არა მცველი მატჩის განაცხადში".

"მომდევნო მატჩს ლევერკუზენის წინააღმდეგ სხვა შეხვედრებს ვერ შევადარებ, რადგანაც გუნდმა პროგრესი განიცადა. დაცვის ხაზში თამაში გავაუმჯობესეთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ მეტოქის შემადგენლობაში სწრაფი ფეხბურთელები გამოდიან. ერთი თვის წინ ლევერკუზენში ჩატარებული შეხვედრა კარგად ჩავატარეთ, რაც ოპტიზმისთვის საფუძველს მაძლევს. ვფიქრობ, რომ შაბათს ყველაფერი გამოგვივა".

"თომას მიულერი ამ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ, ვერ ვიტყვი რომ მოგებული ჩემპიონის ტიტული მხოლოდ მისი დამსახურებაა. საქმე იმაშია, რომ წარმატების მიღწევაში საკუთარი წვლილი ყველამ უნდა შეიტანოს. თითოეულ მოთამაშეს საუკეთესო თამაშის დემონსტრირება მმართებს. გასული თვეების განმავლობაში მიულერმა ეს კარგად შეასრულა. თომასი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც კაპიტანთან ერთად გუნდს მინდორზე დამატებით იმპულს აძლევს. მიულერი პარტნიორებით მშვენივრად ხელმძღვანელობს. ხშირად განკარგულებებს იძლევა. ეს ყველაფერი მას გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად აყალიბებს".


03-07-2020