სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ლეროი ზანესთან

საბოლოოდ, რამ იქონია გავლენა ბაიერნში გადასვლის გადაწყვეტილების მიღების დროს?
"თავიდანვე ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა. წარმოდგენილმა გეგმამ მე სავსებით დამარწმუნა. ბაიერნი ძალიან დიდი კლუბია, რომლის წინაშე დიდი მიზნები დგას. ეს მიზნები მეც მაკმაყოფილებს. შესაბამისად, ამ გუნდში გადასვლა ჩემთვის ერთადერთი არჩევანი იყო".


აქ ბევრ ძველ ნაცნობს შეხვდები. რა გრძნობები გეუფლება?
"ყველასთან შეხვედრის დიდი მოლოდინი გამაჩნია. ახალგაზრდულ ასაკობრივ ნაკრებებში გამოვდიოდით, ლეონ გორეცკასთან ერთად შალკეში ვთამაშობდი. ყველა ძალიან კარგი ადამიანია. მათ მომიყვეს, რომ გუნდში ყველა კარგი მოთამაშეა. ვთვლი, რომ ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების კარგი სინთეზი გამოგვივა. ყველას გამარჯვებების მოპოვება სწყურიათ. დიდი მოლოდინი გამაჩნია. ვარჯიშების დაწყებას მოუთმენლად ველოდები".


რა როლი ითამაშა ჰანზი ფლიქმა ამ ტრანსფერში?
"ჰანზი ფლიქს ჯერ კიდევ U21 ასაკობრივ ნაკრებიდან ვიცნობ. მაშინ ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა. მასთან საუბრის შემდეგ ვიცოდი რაც მელოდება. მისი სამწვრთნელო პოსტზე მოსვლის შემდეგ გუნდი ძალიან შეიცვალა, რაც ნათლად ჩანს. ვფიქრობ, რომ მას მშვენიერი ატმოსფეროს შექმნა შეუძლია. შესაბამისად, მომავალში ძალიან კარგი დრო გველოდება".


რა მიზნები გაქვს დასახული?
"ძალიან კონკრეტული მიზნები მაქვს დასახული. მე რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება მსურს. პირველ რიგში ეს ჩემპიონთა ლიგას ეხება. ეს ტურნირი ჯერ არ მომიგია. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებობს. ზუსტად ეს არის უმნიშვნელოვანესი მიზანი".


03-07-2020