სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ზანე ბაიერნელი გახდა

ხანგრძლივი სატრანსფერო საგის შემდეგ ლეროი ზანე ბაიერნის მაისურს მაინც მოირგებს. რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობამ 24 წლის ვინგერთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, იუწყება fcb.de შემდეგი კვირიდან ზანე გუნდთან ერთად მზადდებას ახალი სეზონისთვის დაიწყებს.

"ბაიერნი დიდი კლუბია, რომლის წინაშე დიდი მიზნები დგას. ეს მიზნები მეც მაკმაყოფილებს. ამ გამოწვევის დიდი მოლოდინი გამაჩნია. გუნდთან ერთად ვარჯიშებს მოუთმენლად ველი. ჰანზი ფლიქს ჯერ კიდევ U21 ასაკობრივი ნაკრებიდან ვიცნობ. ძალიან კარგი დამოკიდებულება გამაჩნია. ბაიერნთან ერთად ბევრი ტიტულის მოგება მსურს. პირველ რიგში ეს ჩემპიონთა ლიგას ეხება", აღნიშნა ლეროი ზანემ.

ბაიერნში ზანე სიტიდან გადაბარგდა. გერმანიის ნაკრებში დებიუტი ნახევარმცველმა 2015 წლის ნოემბერში იზეიმა. მანშაფტის რიგებში ჩატარებულ 21 შეხვედრაში ზანემ 5 ბურთი გაიტანა.


03-07-2020