სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გნაბრი: ფსიქოლოგიური უპირატესობა გაგვაჩნია

"მატჩის მოლოდინი დიდია, რადგანაც ყველანი ვხდებით, რომ კიდევ ერთი ტიტულის მოპოვება და დუბლის შესრულება შეგვიძლია. შარშან ბერლინში წარმოუდგენელი ატმოსფერო სუფევდა. სამწუხაროა, რომ წელს ფინალი მაყურებლების გარეშე ჩაივლის. მიუხედავად ამისა, გავიმეორებ, რომ მოლოდინი დიდია და ფინალისთვის საუკეთესოდ მოვემზადებით. ჩემპიონატის პირველი წრის შეხვედრაში ლევერკუზენის წინააღმდეგ დავმარცხდით. მინდორზე საუკეთესო გუნდი ვიყავით, მაგრამ საკუთარი შანსები ვერ გამოვიყენეთ. მეორე წრეში გასვლაზე ამ მეტოქის წინააღმდეგ უკეთესად ვითამაშეთ. აქედან გამომდინარე ფინალის წინ ფსიქოლოგიური უპირატესობა გაგვაჩნია", განაცხადა სერჟ გნაბრიმ.


03-07-2020