სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბენფიკა - ბაიერნი. სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნი ისტორიულად წარმატებულ სტარტს იღებს. სასტარტო შეხვედრებში მოგებათა სერია უკვე 14 მატჩს შეიცავს, რაც ტურნირის რეკორდს წარმოადგენს. უკანასკნელად მიუნხენელებმა პირველი ტურის შეხვედრა 2002 წელს ვერ მოიგო. მაშინ რეკორდმაისტერი შინ დეპორტივოსთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა. იმ მატჩში ბაიერნის მომავალმა ფორვარდმა როი მაკაიმ დუბლი მიითვალა.

მიმდინარე სეზონში მიუნხენური გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას ზედიზედ მეთერთმეტედ მიიღებს. საერთო ჯამში ეს 22-ე სეზონი იქნება. ბაიერნმა სხვა გერმანული კლუბები დიდი სხვაობით უკან ჩამოიტოვა. ერთით მეტი მონაწილეობა რეალს და ბარსელონას აქვთ. ბენფიკასთვის ზედიზედ მეცხრე და საერთო ჯამში მეთოთხმეტე იქნება.

საღამოს გუნდები ერთმანეთს მეხუთედ შეხვდებიან. წინა 4 დუელის შედეგად, რომელიც მხოლოდ პლეიოფში ტარდებოდა, მომდევნო ეტაპზე ყოველთვის ბაიერნი გადიოდა. უკანასკნელად გუნდები 2016 წლის მეოთხედფინალში შეხვდნენ. ბაიერნმა შინ 1:0 მოიგო, გასვლაზე ფრე დაფიქსირდა (2:2). საერთო სტატისტიკას შემდეგი სახე აქვს: 5 გამარჯვება და 3 ფრე. ბურთები, 19:6.

პორტუგალიაში მიუნხენელებს შთამბეჭდავი სტატისტიკა დაუგროვდათ. 13 მატჩიდან ბაიერნმა 5 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო. 2014/15 წწ. მეოთხედფინალში პორტუსთან ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ. საპასუხო შეხვედრაში ბაიერნმა მეტოქე 6:1 გაანადგურა.

ბენფიკას გერმანული კლუბების წინააღმდეგ თანაბარი სტატისტიკა აქვს. პორტუგალიურმა კლუბმა 13 გამარჯვება მოიპოვა, 14 მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა და 17 შეხვედრა გერმანელების სასარგებლოდ დასრულდა. ბურთები, 48:66. საკუთარ კედლებში ბენფიკამ 21 მატჩიდან 11 მოიგო (8 ფრე და 2 მარცხი). აქედან 13 შეხვედრაში პორტუგალიელებმა კარები მშრალად შეინახეს.


19-09-2018