სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ტიაგომ და ტოლისომ საერთო ჯგუფთან ივარჯიშეს

ჩემპიონის ტიტული გაფორმებულია! წინ გერმანიის თასის ფინალია. გუნდმა ლევერკუზენის წინააღმდეგ მატჩისთვის მზადდება დაიწყო. მინდორზე ტიაგო და ტოლისოც იყვნენ, რომლებმაც საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშის ნაწილი ჩაატარეს. შეგახსენებთ, რომ ესპანელს ფრანკფურტის წინააღმდეგ ნახევარფინალის შემდეგ საზარდულზე ოპერაცია ჩაუტარდა. ფრანგ ნახევარმცველს ტერფი აწუხებდა, კოკო მწყობრს ნელ-ნელა უბრუნდება. თანაგუნდელები ორივე მოთამაშეს აპლოდისმენტებით შეხვდნენ.


ვარჯიშის მნიშვნელოვანი ეტაპის ჩატარების შემდეგ, ტოლისო და ტიაგო ინდივიდუალურ პროგრამას დაუბრუნდნენ. ჯერ უცნობია შეძლებენ თუ არა ისინი თასის ფინალში მონაწილეობის მიღებას. ბერლინში ბაიერნი ლევერკუზენს შაბათს 21.00 საათზე დაუპირისპირდება.


01-07-2020