სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნუბელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს

ალექს ნუბელმა მიუნხენში დეტალური სამედიცინო შემოწმება გაიარა, იუწყება fcb.de. ბაიერნის ხელმძღვანელობამ მეკარესთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2025 წლის 30 ივნისამდე იქნება.

ძალიან და ძალიან კარგი პირველი შთაბეჭდილებები მაქვს. პროგრესირება და ბაიერნთან წარმატებული მომენტების მიღწევა ჩემთვის მნიშვნელოვანი მიზანია, განაცხადა 23 წლის მეკარემ, რომელიც რეკორდმაისტერში შალკედან გადავიდა.

მოხარულები ვართ, რომ ალექსი უკვე ჩვენთან ერთად არის. მან ბაიერნში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო და დარწმუნებულები ვართ, რომ მასთან თანამშრომლობით კმაყოფილები ვიქნებით. ნუბელი ძალიან ნიჭიერი მეკარეა. ბაიერნში პროგრესირების გაგრძელება უნდა შეძლოს. ამაში მას სრულ თანადგომას გამოვუცხადებთ, აღნიშნა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.


01-07-2020