სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

გასულ ჩემპიონატში ლევანდოვსკი შეუჩერებელი იყო! რობერტი რეკორდს რეკორდზე ამყარებდა. საბოლოოდ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პოლონელმა 34 გოლი მიითვალა.


შესაბამისად, გერმანულმა საფეხბურთო ლიგამ ლევანდოვსკი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ეს ფაქტი გაკვირვებას სულაც არ იწვევს.


"ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ტიტული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბურთის გატანის და შემდეგ ტიტულის მოპოვების შემთხვევაში თავს მშვენივრად ვგრძნობ", განაცხადა 31 წლის ბომბარდირმა.

გამოკითხვის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა როგორც ექსპერტებმა და ასევე გულშემატკივრებმა მიიღეს, ლევანდოვსკიმ ჯეიდონ სანჩოს და კაი ჰავერცს გადაუსწრო.


30-06-2020