სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რეკორდები, რეკორდები და ისევ რეკორდები

ისტორიაში მეორედ რეკორდმაისტერმა ჩემპიონატში გატანილი ბურთებით სამნიშნა რიცხვს მიაღწია. სხვა არც ერთ კლუბს ამ შედეგისთვის არ მიუღწევია. 1971/72 წწ. სეზონში ბაიერნმა 101 ბურთი შეაგდო.

მეორე წრეში ბაიერნმა 51 ქულიდან 49 ქულა მოიპოვა, რაც საუკეთესო შედეგია. 2012/13 წწ. სეზონში ჰაინკესის ხელმძღვანელობით გუნდმა ასევე 49 ქულა დააგროვა.

რეკორდმაისტერმა ზედიზედ 13 გამარჯვება მოიპოვა, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში ახალ რეკორდს წარმოადგენს. საერთო ჯამში ბაიერნმა ზედიზედ 16 გამარჯვება მოიპოვა, რაც ასევე რეკორდია.

1986/87 წწ. და 2012/13 წწ. სეზონების შემდეგ ბაიერნმა ისტორიაში მესამედ მეორე წრე მარცხის გარეშე ჩაატარა. წარსულში იგივე შედეგისთვის ფრანკფურტს (1976/77 წწ.) და დორტმუნდს (2011/12 წწ.) მიუღწევიათ.

ჩემპიონატში ბაიერნმა 82 ქულა დააგროვა, რაც 4 ქულით მეტია ვიდრე წინა ჩემპიონატში (78). მაგრამ კლუბის ისტორიაში ბაიერნისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ მეხუთეა. მეორეს მხრივ, ბუნდესლიგის არც ერთ სხვა კლუბს 81 ქულა დაუგროვებია.

რეკორდმაისტერისთვის ვოლფსბურგზე გამარჯვება მეათე გასვლითი აღმოჩნდა. ამით ბაიერნმა 2013/14 წწ. სეზონში მიღწეული საკუთარი რეკორდი გაიმეორა.

გასულ ჩემპიონატში ბაიერნმა 13 მატჩში 4 ან მეტ ბურთს იტანდა. წარსულში იდენტური მაჩვენებელი ისევ რეკორდმაისტერს ჰქონდა (1973/74 წწ.).

ბუნდესლიგის შექმნის შემდეგ ბაიერნმა 2020 წელს თავისი 29-ე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სხვა დანარჩენ კლუბებს საერთო ჯამში მხოლოდ 28 მოგებული ჩემპიონის ტიტული აქვთ.


28-06-2020