სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რუმენიგე: "DFB-მ წესების დარღვევის შემთხვევებზე სასჯელი უნდა გაამკაცროს"

"გერმანულმა საფეხბურთო კავშირმა წესების დარღვევის შემთხვევებზე განსაზღვრული დისკვალიფიკაციის ვადები უნდა გაამკაცროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეათე ტურისთვის მინდორზე გასაყვანად 11 ფეხბურთელს ვერ დავაგროვებთ. მსურს ყველას შევახსენო, რომ ნაკრების ბევრი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც ახლო მომავალში მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარება მოუწევთ", აღნიშნა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

სამშაბათს კარიმ ბელაბარიმ, რომელმაც რაფინიას ტრავმა მიაყენა, 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დაწყებიდან მიუნხენურმა კლუბმა ტრავმების გამო კინგზლი კომანი, კოკო ტოლისო და რაფინია დაკარგეს. ფრანგი ნახევარმცველები ბაიერნს მხოლოდ სეზონის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდებიან.


19-09-2018