სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ბუნდესლიგაში გოლებს რასაც ეხება ლევანდოვსკის ტოლი არ ჰყავს. პოლონელი თავდასხმელი საუკეთესო ბომბარდირი მეხუთედ გახდა - 2013/14 (20 გოლი), 2015/16 (30), 2017/18 (29), 2018/2019 (22) და 2019/20 (34). უფრო ხშირას მთავარი გოლეადორი მხოლოდ ლეგენდარული გერდ მიულერი ხდებოდა (შვიდჯერ).

ლევანდოვსკიმ მონაწილეობა მიმდინარე ჩემპიონატის 31 შეხვედრაში მიიღო, აქედან 25 მატჩში მინიმუმ ერთ ბურთს იტანდა. პოლონელმა პირველი 11 ტურის ყოველ მატჩში ბურთი შეაგდო.

ბუნდესლიგის ისტორიაში ლევანდოვსკის 236 გოლი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით თავდასხმელი მესამე ადგილს იკავებს. ლეგიონერებს შორის ლევანდოვსკი საუკეთესო მაჩვენებელს ფლობს. საერთო ჯამში ერთი ჩემპიონატის ფარგლებში უფრო მეტი ბურთი მხოლოდ გერდ მიულერს აქვს გატანილი.

ლევანდოვსკიმ 236 გოლიდან 162 ბაიერნის მაისურში მიითვალა. ამ მაჩვენებლით პოლონელი კარლ-ჰაინც რუმენიგეს გაუტოლდა. ორივე თავდასხმელი მეორე ადგილს იყოფენ. პირველზე, რა თქმა უნდა, გერდ მიულერია (365 გოლი).

„ძალიან მოხარული ვარ, რომ 34 ბურთის გატანა შევძელი. პირველ რიგში ეს გუნდის დამსახურებაა. ასევე ნუ გვავიწყდება, რომ 3 მატჩის გამოტოვება მომიწია“, აღნიშნა რობერტ ლევანდოვსკიმ.


28-06-2020