სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერი რეკორდსმენი გახდა

ახლა ეს უკვე ოფიციალური ფაქტია! თომას მიულერი ერთი ჩემპიონატის ფარგლებში შედეგიანი გადაცემების მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდა. ვოლფსბურგთან შეხვედრაში მიულერმა კომანზე 21-ე ასისტი შეასრულა და ამით კევინ დე ბროინეს რეკორდი გააუმჯობესა. მაგრამ მიულერისთვის ეს ერთადერთი წარმატება არ აღმოჩნდა.

მატჩის მიწურულს მიულერმა ყველას შეახსენა, რომ გადაცემების შესრულების გარდა მას ბურთების გატანაც შეუძლია. მიულერი დეივისის ჩაწოდების შემდეგ საჭირო ადგილას და საჭირო დროს აღმოჩნდა. ახლო დისტანციიდან მისი ძლიერი დარტყმა აუღებელი აღმოჩნდა. ჩემპიონატში ბაიერნისთვის ეს საიუბილეო 100-ე გოლი იყო!


28-06-2020