სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჩემპიონატი ბაიერნმა გამარჯვებით დაასრულა

პირველ წუთებზე ვოლფსბურგის აქტიურობის მიუხედავად ბაიერნმა ბურთი შეაგდო. მეოთხე წუთზე მიულერმა კომანი ერთი ერთზე გაიყვანა, ფრანგმა ცივსისხლიანად მეკარესგან შორეული კუთხე დალაშქრა, 0:1!


თომას მიულერი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთი ჩემპიონატის განმავლობაში 21 ასისტი შეასრულა.

ვოლფსბურგის ფეხბურთელებმა რამდენჯერმე კარების მიმართულებით დაარტყეს, მაგრამ ბურთის გზაზე ხან ნოიერი ჩნდებოდა და ხან ბურთი კარებს სცდებოდა.

გნაბრის სახიფათო დარტყმა კასტელსმა კუთხურზე მოიგერია. კუთხურმა ბაიერნს დივიდენტები არ მოუტანა.

100%-ანი მომენტი კინგზლი კომანმა ვერ გამოიყენა. ფრანგმა ბურთი ახლო კუთხეში ვერ გადააგზავნა.

კარგი მომენტი გინჩეკს ჰქონდა, მაგრამ თავდასხმელმა კარებს ააცილა.

გორეცკას ჩაწოდების შემდეგ მიულერის თავური დარტყმა კარებს ზემოდან ოდნავ ასცდა.

ოდრიოცოლა ლევანდოვსკიზე კარგი ჩაწოდება შეასრულა, მაგრამ პოლონელის თავური დარტყმა კასტელსმა მოიგერია. გნაბრიმ დამატებაზე ვერ ივარგა.

რაც ვერ გამოუვიდა ლევანდოვსკის, მშვენივრად შეასრულა კუიზანსმა. საშუალო დისტანციიდან ფრანგმა ბურთი ცხრიანში გააგზავნა, 0:2! ბუნდესლიგაში კუიზანსმა სადებიუტო გოლი მიითვალა.

ბოლო წამებზე გინჩეკმა ბურთი გაიტანა, მაგრამ მანამდე ოდრიოცოლასთან ორთაბრძოლაში წესები დაარღვია.

პირველი ტაიმი ანგარიშით 0:2 დასრულდა. ბურთები ფრანგებმა კომანმა და კუიზანსმა გაიტანეს.


არნოლდმა საჯარიმო დარტყმიდან ნოიერის მზადყოფნა შეამოწმა, კაპიტანი ადგილზე აღმოჩნდა.

კარგი მომენტი გნაბრის ჰქონდა, მაგრამ ვინგერმა ბურთი კარებს ზემოდან ააცილა.

არნოლდის კიდევ ერთი ცდა, მაგრამ ამჯერად ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა.

გნაბრის არ გაუმართლა, კასტელმა მისი მორიგი დარტყმა მოიგერია. კუთხურის შემდეგ ბურთი საჯარიმოში დაფრინავდა, მაგრამ საბოლოოდ მეკარე მას დაეუფლა.

გინჩეკი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მანუელ ნოიერმა ბურთი დაიჭირა.

გნაბრის გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკის დარტყმული ბურთი კასტელსმა მოიგერია.

მინდორზე კოუტინიო, პერიშიჩი და პავარი გამოჩნდნენ. სათადარიგოთა სკამზე ოდრიოცოლა, გნაბრი და კომანი დაჯდნენ.

ლევანდოვსკის გოლი სანტიმეტრიანი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა.

გორეცკამ გილავოგისთან ორთაბრძოლაში ტრავმა მიიღო, მაგრამ ნახევარმცველმა თამაშის გაგრძელება შეძლო.

გილავოგიმ საჯარიმოში კუიზანსი წააქცია. ლევანდოვსკიმ პენალტი ცივსისხლიანად შეასრულა, 0:3! პოლონელმა თავისი 34-ე ბურთი გაიტანა.

თავისი ბურთი მიულერმაც შეაგდო. თომასმა კასტელსს ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა, 0:4! ბაიერნის ანგარიშზე 100 გატანილი ბურთია!

მინდორი ალაბამ და გორეცკამ დატოვეს. მათ ნაცვლად ერნანდეზი და კიმიხი შემოვიდნენ.


შეხვედრა ანგარიშით 4:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ ვერცხლის სინის გადაცემის ცერემონია შედგა.


27-06-2020